Binance-ის ტრენინგი ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისათვის კრიპტოვალუტის უსაფრთხოების თემაზე

2022 წლის 7 ოქტომბერს ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ორგანიზება გაუწია საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ სამსაათიან ტრენინგს კიბერდანაშაულისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. ტრენინგს ეროვნული მარეგულირებლის 30-ზე მეტი თანამშრომელი ესწრებოდა.
შეხვედრები შედგა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის განკუთვნილი ჩვენი უახლესი და უპრეცედენტო გლობალური ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო სახელისუფლებლო ორგანოებთან კომპანიის თანამშრომლობის საჯარო მიმართულებას კიბერდანაშაულსა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში.
როგორც ტიგრან გამბარიანმა, Binance-ის გლობალური დაზვერვისა და გამოძიების დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისობის ყველაზე სანდო პროგრამა ფინანსურ-ტექნოლოგიური დარგის მასშტაბით, რომელიც ითვალისწინებს ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა (AML) და გლობალური სანქციების პრინციპებს, ასევე ფლობს საეჭვო ანგარიშებისა და თაღლითური ქმედებების წინსწრებით გამოვლენის ინსტრუმენტებს. ჩვენ მადლობას ვუცხადებთ საქართველოს საფინანსო მარეგულირებლებსა და სამართალდამცავ უწყებებს თანამშრომლობისა და კრიპტოვალუტის ახალ და სწრაფად მზარდ დარგში არსებული პრობლემების გადასაჭრელად მზადყოფნისათვის.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტიგრან გამბარიანმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე „გამოძიებები კრიპტოსფეროში“ და დამსწრეთ გაუზიარა ყველაზე რეზონანსული შემთხვევები თავისი კარიერიდან. მათ შორისაა Silk Road-ის (აბრეშუმის გზის) ნარკობაზარზე ბიტკოინების ქურდობის საქმის გამოძიება, ტოკიოს ბიტკოინების ბირჟა Mt.Gox-დან 460 მილიონი დოლარის ქურდობა და მრავალი სხვა.
სამართალდამცავთათვის განკუთვნილი ტრენინგ-პროგრამა უკვე ჩატარდა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, კანადაში, ბრაზილიაში, პარაგვაისა და ისრაელში, ასევე ინტერპოლის, ევროპოლისა და ევროიუსტის გლობალურ ღონისძიებებზე. მსგავსი სემინარები უახლოეს თვეებში სხვა რეგიონებსა და ქვეყნებშიც გაიმართება. შესაბამისობის მკაცრი დაცვისა და AML პროგრამების, ისევე როგორც სამართალდამცავებთან პარტნიორობის შედეგად Binance-ში შევძელით მოგვეპოვებინა ავტორიზაცია და რეგისტრაცია საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
კიბერ-დანაშაულთან და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ხელისუფლების ორგანოებთან ეკოსისტემის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ წარმოებული დისკუსიების გარდა, ჩვენმა წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირების საკითხი.
Binance-ის სამთავრობო ურთიერთობების განყოფილების დირექტორმა ოლგა გონჩაროვა მადლობა გადავუხადა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და ვიცე-გუბერნატორს ბ-ნ არჩილ მესტვირიშვილს ღია დიალოგისა და საქართველოში კრიპტოვალუტის რეგულირების განვითარებაში წვლილის შესატანად მზადყოფნისათვის. Binance ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის მარეგულირებელებთან მთელს მსოფლიოში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოცდილება, რომელიც შეხვედრის დამსწრეებს გავუზიარეთ, გამოადგება საქართველოს ეროვნულ მარეგულირებელს და უახლოეს მომავალში ვიხილავთ ახალ, პროგრესულ და რეგულირებად კრიპტოვალუტის ბაზარს საქართველოში.
###
ტიგრან გამბარიანი ხელმძღვანელობს Binance-ის დაზვერვისა და გამოძიების გლობალურ განყოფილებას, სადაც ის ხელს უწყობს კომპანიის მუდმივ ძალისხმევას ეკოსისტემის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად როგორც შიდა, ასევე გარე გამოძიებების ხელმძღვანელობის გზით. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ტიგრანი მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ უწყებებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკანონო ქმედებებთან ბრძოლის სფეროში.
Binance-ში მოსვლამდე ტიგრანი იყო აშშ-ს შიდა საშემოსავლო სამსახურის (IRS-CI) კიბერ-დანაშაულების გამოძიების განყოფილების სპეციალური აგენტი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში; აქ ის ხელმძღვანელობდა მრავალი მილიარდი დოლარის ქურდობის რამდენიმე კიბერ-გამოძიებას, აბრეშუმის გზის კორუფციული დანაშაულების გამოძიებების, BTC-ბიტკოინების ბირჟისა და Mt. Gox გატეხვის-ის ჩათვლით. ტიგრანი ცნობილი ექსპერტია თაღლითობის გამოძიების, ეროვნული უსაფრთხოების, ტერორიზმის დაფინანსების, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების, პირადი მონაცემების ქურდობისა და საბანკო საიდუმლოების დარღვევის სფეროში.
#
ჩაგრი პოირაზი Binance-ის სანქციების გლობალური განყოფილების ხელმძღვანელია. ამ თანამდებობაზე ჩაგრი პასუხისმგებელია იმის უზრუნველყოფაზე, რომ Binance-მა დაიცვას და შეინარჩუნოს სანქციებთან სრული შესაბამისობა მსოფლიოს მასშტაბით. ის ასევე უხელმძღვანელებს ტრადიციული ბანკების მსგავსი სანქციების კონტროლის სტრუქტურების შექმნას.
ჩაგრის აქვს 17 წელზე მეტი ხნის გამოცდილება შესაბამისობის, სტრატეგიის, მთავრობათაშორისი ურთიერთობებისა და რისკების მართვის სფეროში. ეს მოიცავს სანქციებისათვის თავის არიდების მცდელობებისა და ფულის გათეთრების სქემების პრევენციის, გამოვლენისა და შეტყობინების კომპლექსური მეთოდებისა და პროგრამების შემუშავებას, განსაკუთრებით ტრადიციულ ფინანსურ სექტორში.
Binance-ში მოსვლამდე ჩაგრი ხელმძღვანელობდა ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და სანქციების პროგრამებს სამხრეთ კორეის უდიდეს ონლაინ ბაზარზე კომპანია Coupang-ს. მან კომპანიისათვის ასევე შექმნა ფინანსური დანაშაულის შესაბამისობის პროგრამა და შეიმუშავა რისკების კონტროლის აუცილებელი მექანიზმები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) კომპანიის კოტირებისათვის. მანამდე ჩაგრიმ ხუთ წელზე მეტი გაატარა HSBC-ში, სადაც პასუხისმგებელი იყო სანქციების პროგრამის ფუნქციონირებაზე.
ოლგა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში Binance-ის სამთავრობო ურთიერთობების განყოფილების დირექტორია. იანვარში Binance-ში მოსვლამდე ის მუშაობდა რუსეთის ცენტრალურ ბანკში ანგარიშების დამუშავების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, პასუხისმგებელი იყო რუსეთის ბაზრისთვის ციფრული ტრანსფორმაციის მრავალი პროექტის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ყველა კომპანიისათვის ფინტექს კონცეფციის შემუშავებაზე და საკრედიტო ბიუროების რეფორმაზე, რომელიც ორიენტირებული იყო საკრედიტო რეიტინგების ახალ მიდგომებზე. 2021 წელს ის რუსეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის ხარისხში მონაწილეობდა BIS IH სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც დაკავშირებული იყო ღია API-ებთან და CBDC-ებთან. ოლგა ასევე იყო XBRL International-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მანამდე ოლგა მუშაობდა UniCredit Bank-სა და Ernst & Young-ში.