Actualmente este artículo no es compatible en tu idioma. Se recomienda el traductor automático de inglés.

Binance-მა გააფორმა მემორანდუმი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან

2023-02-02

თბილისი, 2023 წლის 2 თებერვალიBinance-მა, მსოფლიოს წამყვანმა კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის პროვაიდერმა, დღეს გამოაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმების შესახებ. შეთანხმებაში მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი ინტერესი ფართომასშტაბიანი ბლოკჩეინის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინიციატივების მიწოდებისა და განხორციელების და ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის შემდგომი ერთობლივი განვითარების მიმართ.

ეს ინიციატივა მომდინარეობს Binance-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის Changpeng Zhao-ს (CZ) შეხვედრიდან გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, როდესაც მათ განიხილეს თანამშრომლობა ბლოკჩეინ და კრიპტო განათლება, ინვესტიციები და სხვა ინიციატივები.

შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა ასევე მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივებს Binance Charity-ისა და Binance Academy-სგან, ასევე ადგილობრივი ღონისძიებებისა და ჰაკათონების ორგანიზებას BNB Сhain-ისგან.

„დიდი ხანია, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ინტერესს კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ, განსაკუთრებით საქართველოში კრიპტო განათლების მიმართ. და ცალკე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქვეყანა რეგიონში. - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა ვლადიმერ სმერკისმა. „ჩვენი მიზნები ემთხვევა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზნებს - ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ ეფექტური სისტემა საქართველოში, რომლითაც შეიძლება განვითარდეს ინოვაციები და ტექნოლოგიები.”

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ კასრაძემ თქვა: "მნიშვნელოვანია რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებშიც ბაინანსი უზრუნველყოფს საკუთარი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროგრამების განხორციელებას საქართველოში და ჩაატარებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ვორქშოფებსა და ჰაკათონებს ტექნოპარკებში, რაც ხელს შეუწყობს ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებას და კომერციალიზაციისკენ ორიენტირებული პროექტების განხორციელებას."

ეს არ არის Binance-ის პირველი საგანმანათლებლო ინიციატივა ქვეყანაში. გასულ თვეში, Binance-მა განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ, ქართველი სტუდენტებისთვის ბლოკჩეინ განათლების მიწოდების მიზნით.

შეთანხმების თანახმად, Binance და Binance Academy უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მასალებს და მხარდაჭერას ბლოკჩეინზე, Web3-ზე, NFT-ზე და კრიპტოვალუტაზე საგანმანათლებლო მასალების შემუშავებისა და შესრულებისთვის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

262,606,248 usuarios nos eligen. Descubre hoy el motivo.
Regístrate